2025 წელს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა საყურადღებოდ!
მოგეხსენებათ, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, საბაკალავრო პროგრამები გახდა 180 კრედიტიანი (3 წლიანი). აღნიშნული ცვლილება შეეხება 2025 წლის 1 სექტემბრიდან ჩარიცხულ სტუდენტებს. შესაბამისად, 2025-2026 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტები გაივლიან ფსიქოლოგიის 180 კრედიტიან (განახლებულ) პროგრამას.
2025-2026 სასწავლო წელს ჩარიცხულ სტუდენტებს პროგრამით გათვალისწინებული გავლილი საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო არჩევითი საგნები ჩაეთვლებათ არჩევით კრედიტად.
კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ ფაკულტეტის სასწავლო პროცესის ან ხარისხის მართვის სამსახურებს (uni.tsu.ge, ტელ.2250484 (3032), 2250484 (3222)).